შემოსავლების სამსახური: საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე 16 500 000 რუსული რუბლი უკანონოდ შემოჰქონდა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ( აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 760 996.5 ლარი  შეადგინა)  ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.

საქართველოს საბაჟო  კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის  ჩამორთმევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...