A1 ბანერი

“შემოდგომის ლეგენდის” გამარჯვებულებმა ლიტერატურული კრებულისთვის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები შექმნეს

უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით ლიტერატურული კრებულის პრეზენტაცია იმართება.

სილქნეტის (ჯეოსელის) პროექტ “შემოდგომის ლეგენდის” გამარჯვებულებმა, სხვა მონაწილეებთან ერთად, ლიტერატურული კრებულისთვის – “ლიტერატურული დაბრუნება 2” სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები შექმნეს. მწერლების ინსპირაციად ისტორიული გეოგრაფიული ატლასი გახდა. უნიკალური ატლასი 1711 წელს ქალაქ ნიურნბერგშია გამოცემული. ფერად ატლასზე ქართული მინაწერები სულხან საბას მიერ წითელი ფერის მელნითაა შესრულებული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმშია დაცული. ატლასი სხვადასხვა დროით დათარიღებული 67 რუკისგან შედგება.

საიუბილეო კრებულისთვის თითოეულ მწერალს ატლასის ის ნაწილი შეხვდა, რომელზეც კონკრეტული ქვეყანა, გეოგრაფიული ნიშანი და სულხან-საბას ქართული მინაწერია დატანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...