შეკვეთილთან მიკროავტობუსი გადაბრუნდა – დაშავდა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურიაში, შეკვეთილთან მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ტრანსპორტში იჯდა, დაშავდა.

დაშავებული სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...