შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთ-ერთი მოშიმშილე, ხათუნა ბერიძე შეუძლოდ გახდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთ-ერთი მოშიმშილე, ხათუნა ბერიძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მას ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდება.

კლინიკასთან “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი განცხადებით ხათუნა ბერიძე, როგორც კი მომჯობინდება, ისევ მეგობრებს შეუერთდება.

“მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, მაგრამ ეს ადამიანები არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას. ხათუნას შაქარი აქვს დავარდნილი, წნევა აქვს დაბალი თუმცა მისი ჯანმრთელიბის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის სამედიცინო დაწესებულებას როგორც კი დატოვებს მეგობრებს შეუერთდება, “ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბონდო თედორაძემ.

ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ შიმშილობის აქცია მე-11 დღეა მინდინარეობს. მოშიმშილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას კლინიკო დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.

“112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 34 წლის ქალბატონი. მას აღენიშნებოდა ჰიპოგილკემია, დაბალი არტერიული წნევა, გურის რევის შეგრძნება. პაციენტი მოთავსებულია მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდება კლინიკო დიაგნოსტიკური კვლევები, შესაბამისი მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია,”-განუცხადა ჟურნალისტებს თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად