შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნება – ბინადრების მონახულება უფასო იქნება (ფოტორეპორტაჟი)

შავი ზღვის ნაპირთან მდებარე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, სადაც დაახლოებით 45 სახეობის ფრინველი და ცხოველი ბინადრობს, დამთვალიერებლებისთვის 15 ივლისს გაიხსენება.

“დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.
60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება.
მსურველებს პარკის მონახულება უფასოდ შეეძლება” – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად