“შეხედეთ, რა საოცარია” – “სამეფო ტახტის თამაშების” ავტორი ქართული ანბანით აღფრთოვანდა

“აიპრესი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ ამერიკელ მწერალთან და სცენარისტთან, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინთან. სრულ ვერსიას ჩვენი მკითხველი მალე იხილავს, მანამდე კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან.

ინტერვიუ სპეციალურად ჩვენი სააგენტოსთვის ქართველმა მწერალმა ზაზა კოშკაძემ ჩაწერა, რომელიც ჯორჯ მარტინს დუბლინში შეხვდა.

როგორც ზაზა კოშკაძე ამბობს: შეხვედრა შაბათს, 17 აგვისტოს, 16:50-ზე, დუბლინის საკონფერენციო ცენტრის პრეს-რუმში შედგა. ინტერვიუ ათი წუთის ნაცვლად, ოცდახუთი წუთი გაგრძელდა და მას მისი ორი ასისტენტიც ესწრებოდა.

მწერალი და სცენარისტი ამბობს, რომ ამ სამყაროში აუცილებლად უნდა იყოს ლეგენდებისა და მისტიკის ადგილი.

ჯორჯ მარტინი: მთიანეთი ჩრდილოეთ შოტლანდიაში ულამაზესია, და მის გარდა არა ნაკლებად შთამბეჭდავი ტბებია, როცა მხოლოდ ეს ერთი ტბა იმსახურებს მილიონობით ადამიანის ყურადღებას, რადგან მათში არ ბინადრობს ‘’ურჩხული’’. მანამ სანამ ჯადოსნობის იმედი არსებობს, ტურიზმიც იმუშავებს, ისინი იყიდიან სუვენირებს, მიირთმევენ ადგილობრივ რესტორნებში, ესტუმრებიან მუზეუმებს. თუ ისინი გადაცურავენ ტბას და აღმოაჩენენ რომ ის არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ჩვეულებრივი გახდება, სწორედ ამან შთამაგონა, სადაც იგივე სათქმელს გადმოვცემ. ვფიქრობ, ჩვენს სამყაროში ლეგენდების, მისტიკის და ჯადოსნობის ადგილი უნდა გვქონდეს. რაღაც, რის შესახებაც კითხვებს დავსვამთ, დავფიქრდებით.  ამ ყველაფრის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ.

ზაზა კოშკაძემ ჯორჯ მარტინს ბარათეეონების შესახებაც დაუსვა კითხვა:

საქართველოში უამრავი მკითხველი გყავთ და მათ ნაწილს აინტერესებს,ფონეტიკური მსგავსების გარდა რაიმე კავშირი ხომ არ აქვთ ერთმანეთთანბარათეონებს და ბაგრატიონებს?

 ვშიშობ, რომ არა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს სიტყვა მანამდე სადმე შემხვედროდა, რადგან ისტორიას ხშირად ვკითხულობ.  მე ვწერ ფენტეზის, რომელიც ისტორიაზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით შუა საკუნეების, უფრო კონკრეტულად ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის და საფრანგეთის ისტორიას ვკითხულობ. მხოლოდ ამ ლიტერატურულ მასალას ვფლობ. თუმცა საინტერესო იქნებოდა ინფორმაციის მოძიება თუ როგორი იყო აღმოსავლეთ ევროპა შუა საუკუნეების ეპოქაში. მე-19, მე-20 საუკუნეებით ნაკლებად ვარ დაინტერებული, მირჩევნია შუა საუკუნეების ეპოქა, სადაც უამრავი კონტრასტია, პიროვნების დრამატულობა და სიღრმე. სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურად შემიძლია საუბარი, აღმოსავლეთ ევროპაზე კი თითქმის არ მხვდება ინგლისური თარგმანები, თორემ მათგანაც დიდი სიამოვნებით მოვიპარავდი რამეს.

როგორც ზაზა კოშკაძე ამბობს, “სამეფო კარის თამაშების” ავტორი ქართული ანბანით აღფრთოვანდა:

ზაზა კოშკაძე: ინტერვიუს ბოლოს „სატახტოთა თამაშების“ ქართული გამოცემა ვანახე, ქართულ ანბანს რომ დახედა, დაეტყო, რომ ძალიან აღფრთოვანდა: „შეხედეთ, რა საოცარია.“ თქვა მან, როცა ქართულ სათაურს დახედა.

წამოსვლის წინ ჰუგოზე დამარცხებულთა წვეულებაზე დამპატიჟა, ორკაციანი მოსაწვევი მომცა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ – იმ იმედით, რომ მომავალ წელს, ახალ ზელანდიაში კიდევ ერთხელ გადავეყრებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად