შეიწყალა თუ არა 9 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული მარგველაშვილმა? – პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს

“აიპრესის” ინფორმაციით, პირი, რომელიც გორში 9 წლის გოგონას განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, თავისი სანდოობით, იმსახურებდა ყურადღებას და შესაბამისად, დავიწყეთ მისი გადამოწმება. აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ პერიოდში მსჯავრდებულ ი.ნ.-ს უარი უთხრეს პენიტენციალურ სისტემაში ვადამდელ გათავისუფლებაზე.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ მივმართეთ:

1.სასჯელაღსრულების სამინისტროს, სადაც გაგვიცხადეს, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცამებს შეიცავს.

2.იგივე პასუხი ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

3. მთავარი უწყება, რომელსაც აღნიშნული ფაქტი უნდა დაედასტურებინა, გახლდათ შეწყალების კომისია, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაცია.

4. ჩვენ დილის 12:00 საათიდან ხუთჯერ დავრეკეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საქმის კურსში ჩავაყენებთ პრესსამსახურის წარმომადგენელი.

5. დაახლოებით ამდენჯერვე დავრეკეთ შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან, რომელმაც ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და მასვე მივწერეთ შეტყობინება.

6. დაკავშირება ვცადეთ ლია მუხაშავრიასთან, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

7. დაკავშირება ვცადეთ ეკა გიგაურთან, რომელიც ასევე შეწყალების კომისიის წევრია. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

8. დავურეკეთ შეწყალების კომისიის წევრს ზაზა ფირალიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ ის 2018 წლის თებერვლის თვიდან აღარ არის შეწყალების კომისიის წევრი.

9.ჩვენ დავუკავშირდით ზვიად ქორიძის მეუღლესაც და მასაც ვთხოვეთ დახმარება, რათა დავკავშირებოდით ბატონ ზვიადს, თუმცა უშედეგოდ. ქალბატონმა მაიამ გაგვიცხადა, რომ ბატონი ზვიადი გორში იყო წასული.

“აიპრესის” ინფორმაციით 9 წლის გოგონას მკველობისთვის დაკავებული  პრეზიდენტმა დაახლოებით 9 თვის წინ შეიწყალა. ეს უკანასკნელი სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა.

ოფიციალური ინფორმაციით: “2016 წლის 21 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილულ იქნა/მოხსენდა ინფორმაციის სახით 1178 პირის საქმე.
შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად 2016 წლის 2 მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 155 მსჯავრდებული:
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 105 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 50 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალბატონ მსჯავრდებულს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს”.

შეგახსენებთ, გუშინ, გორში 9 წლის გოგონა დაახლოებით 14:00 საათზე გავიდა სახლიდან, რომელიც სკოლაში, ცეკვის წრეზე უნდა მისულიყო. მან სახლში მისვლა დააგვიანა. მშობლებმა ძებნა დაუწყეს, თუმცა ვერსად მიაკვლიეს. რის შემდეგ სამართალდაცველებს მიმართეს. რამდენიმე საათიანი ძების შემდეგ 9 წლის გოგონა მოკლული იპოვეს.

ცნობისთვის, გორში, 9 წლის გოგონას განზრახ მკვლელობისთვის ადრე ნასამართლევი 34 წლის პირი დააკავეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...