შეიქმნება აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგატყობინებთ

მთავრობა აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომელიც მოქალაქეს შეატყობინებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლოს იმყოფება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობა აპლიკაციის შექმნას გეგმავს და მიმდინარეობს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია.

„იგეგმება, რა თქმა უნდა. გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი. ახლა მიმდინარეობს სამუშაო, როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ დაინერგოს ჩვენთანაც ეს მოდელი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად