შეიძლება თუ არა კორონავირუსი ადამიანს დაემართოს განმეორებით? – იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის პასუხი

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

“დიახ, და ეს ბევრმა არ ექიმმაც არ იცის. დაფიქსირებულია შემთხვევები და არა ერთი. როდესაც კორონავირუსით იწვენ პაციენტები, იგივე ჩინეთსი, განიკურნენ, ასე ეგონათ რომ განიკურნენ, ფიზიკურად კარგად გახდნენ, ეს პაციენტები გაწერეს, დაახლოებით 2 კვირის მერე ამ ადამიანებს ხელახლა განუვითარდათ რესპირატორული ინფექციის ნიშნები და როცა გამოიკვლიეს მათი მასალა, იქ ხელახლა აღმოჩნდა ეს ვირუსი.

ამიტომ ვლადებულებაა ჩვენი, რომ გამოჯანმრთელებ გავაკონტროლოთ, ისინი გვყავდეს მონიტორინგზე.

ამის მიზეზი ისაა, რომ პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ხელეხლა დაინფიცირების შანსი მას არ ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსს ბოლომდე არ ჰქონდა ორგანიზმი დატოვებული და გააქტიურდა შემგომ”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად