„შეიძლება ინსტიქტურად დაეჭირა“ – სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია ღონისძიებას -“გადაიყვანეთ ირაკლი კობახიძე” მხარს არ უჭერს

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ე. წ “ივენთი” ანუ ღონისძიება, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, დღეს, 19:00 საათზე შეურეთდეს ღონისძიებას “გადაიყვანეთ ირაკლი კობახიძე”.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი არის მარიამ გეგუჩაძე. კომენტარების მიხედვით ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძის გადაყვანას ითხოვენ სადმე შორს, მაგალითად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.  ღონისძიების აღწერილობაში კი ვკითხულობთ:

“სამოქალაქო საზოგადოება ვითხოვთ, შეიქმნას კონსილიუმი, შეფასდეს კობახიძის მდგომარეობა.
რის შემდეგაც ის გადაყვანილი უნდა იყოს, შესაბამის დაწესებულებაში. ან უბრალოდ სადმე – ჩვენგან შორს შეგიძლიათ წაიყვანოთ.”

 

“აიპრესისთვის” ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ამ ღონისძიებით საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დაინტერესება, რადგან კომენტარები, რომელსაც ამ “ივენთის” ქვეშ ვკითხულობთ, ნამდვილად არ არის ისეთი შინაარსის, რაც სახალხო დამცველისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო.

ამიტომ გადავწყვიტეთ, მიგვემართა ომბუდსმენის ოფისისთვის და გვეკითხა ქალბატონი ნინოსთვის, ნამდვილად აპირებს თუ არა ამ შინაარსის ღონისძიებას შეუერთდეს.

კითხვები გახლდათ შემდეგი შინაარსის:

1. საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ირაკლი კობახიძის ფსიქიატრიულში გადაყვანის ღობისძიებას?

 

დამადასტურებელი სქრინებიც გადავუგზავნეთ:

 

 

სახალხო დამცველის აპარატში გვიპასუხეს, რომ ნინო ლომჯარია არ უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას. ჩვენს კითხვაზე, რას მიანიშნებდა მისი დაინტერესება, რას ჩვენს მიერ მიწოდებულ სქრინზე ჩანდა, გვიპასუხეს, რომ “შესაძლოა მას თითი დაეჭირა ინსტიქტურად” და “მხარს არ უჭერს ნამდვილად”

ამის შემდეგ მათ გადმოგვიგზავნეს სქრინი, სადაც უკვე ნამდვილად აღარ იყო სახალხო დამცველის დაინტერესება ირაკლი კობახიძის სადმე შორს, მაგალითად ფსიქიატრიულში გადაყვანის მოთხოვნით…

 

კომენტარები
იტვირთება...