შეგროვებულია 280 000 -ავსტრიის პრეზიდენტის აპარატი აცხადებს, რომ ანიტას საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ

“განიხილება ანიტას გერმანიის, იტალიის ან ინდოეთის კლინიკაში გადაყვანის ვარიანტები”,-ნათქვამია სოცილურ ქსელსი გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მე-10 საღამომშვიდობისა სიკეთის ჯგუფის წევრებო!

👇🏻დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია:

🚌 ანიტას ოჯახი გადაიყვანილია ქალაქ გრადსის პანსიონში, სადაც მათ უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ და გვპირდებიან, რომ ხვალიდან ანიტას ჩაუტარდება განმეორებით გამოკვლევები.

👉🏻 რაც შეეხება ანიტას ჯანმრთელიბის მდგომარეობას, მან დღესაც მიირთვა საყვარელი კერძი- ხაჭაპური, კლინიკურად სტაბილურია, თუმცა მისი გულის განდევნის ფრაქცია 15-20% არის, რაც შეესაბამება კრიტიკულ მაჩვენებელს.

💲 ამ მომენტისათვის ანგარიშზე ჩარიცხულია დაახლოვებით 280 000 ევრო. ეს არ შეადგენს სრულ თანხას, თუმცა დაგეგმილია რამოდენიმე ღონისძიება, რომლიდან შემოსულმა თანხამაც შესაძლოა მოგვცეს საშუალება, დავიწყოთ მკურნალობის პირველი ეტაპი.

🌎 რაც შეეხება ქვეყნებს – უარი გვითხრა საფრანგეთმა და ბელორუსმა. განიხილება ანიტას გერმანიის, იტალიის ან ინდოეთის კლინიკაში გადაყვანის ვარიანტები.

👏🏻 ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენმა სპამურმა მესიჯებმა შედეგი გამოიღო და მოგვივიდა პასუხი ავსტრიის პრეზიდენტის აპარატიდან, რომლის თანახმადაც ანიტას საქმე დაჩქარებული წესით განიხილება. თუმცა სავსებით შესაძლებელია ეს მხოლოდ ჩვენს დასამშვიდებლად იყოს მოწერილი!

❗️ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ანიტას რომელიმე ქვეყნის საიმედო კლინიკაში გადასაყვანად!

არ დავნებდებით! ვიბრძოლებთ! მოვიგებთ!

🇬🇪 თქვენთან ერთად არაფრის გვეშინია! ჩვენს გვერდით მთელი ერი დგას #ანიტას❤️სთვის!”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად