შეერთებულმა შტატებმა სანქციების ე.წ. შავ სიაში ექვსი ტანკერი შეიყვანა

შეერთებულმა შტატებმა სანქციების ე.წ. შავ სიაში ექვსი ტანკერი შეიყვანა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ მათ აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით, ვენესუელიდან კუბაში ნავთობი გადაიტანეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

ტანკერებს ვენესუელის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანია PDVSA ფლობს. საუბარია ტანკერებზე: Icaro, Luisa Caceres de Arismendi, Manuela Saenz, Paramaconi, Terepaima, Yare.

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მათ კიდევ ერთი ტანკი აღმოაჩინეს, რომელიც 2019 წლის 12 აპრილს ვაშინგტონმა სანქციების სიაში უკვე შეიყვანა. მოგვიანებით, ტანკერს “ესპერანზა” ეწოდა.

“კუბა და ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის მადუროს რეჟიმი (ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ნიკოლას მადურო ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტია-“აიპრესი)) განაგრძობს სანქციების თავიდან აცილებას, ტანკერების სახელების შეცვლას  და ხელს უწყობს ნავთობის გადაადგილებას ვენესუელადან კუბაში”, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ  ჯასტინ მუზინიჩმა.

”შეერთებული შტატები ვენესუელის მოსახლეობის დასაცავად აუცილებელი ზომების მიღებას გააგრძელებს”, – განმარტა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად