შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის აპარატის უფროსს კორონავირუსი დაუდგინდა

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის აპარატის უფროსს მარკ შორტს კორონავირუსი დაუდგინდა.

“ვიცე-პრეზიდენტის პენსისა და ქალბატონი პენსის ტესტების შედეგები უარყოფითია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტი პენსი მჭიდრო კავშირშია შორტთან, ვიცე-პრეზიდენტი განაგრძობს მუშაობას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაიკლ პენსს შაბათს იგი არ ახლდა ფლორიდაში მოგზაურობის დროს. პენსის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი აპირებს სამუშაო ვიზიტით ჩრდილოეთ კაროლინას შტატში წასვლას.

მანამდე Bloomberg-მა  დაწერა, რომ კორონავირუსი პენისის მრჩეველს მარტი ობსტს დაუდგინეს.

აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 ოქტომბრის ღამეს Twitter-ზე განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ. იმავე დღეს, სახელმწიფოს მეთაური გადავიდა მერილენდის უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში. 5 ოქტომბერს პრეზიდენტმა საავადმყოფო დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა. მოგვიანებით ტრამპის ექიმმა თქვა, რომ პრეზიდენტის ტესტების შედეგები უარყოფითი იყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ინფექცია ასევე გამოუვლინდა ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანს.

კომენტარები
იტვირთება...