შეეხება თუ არა ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა მედიის წარმომადგენლებს?!- მთავრობის განმარტება

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ელექტრონულ ბაზაში ავტომანქანების და გადაადგილების უფლების მქონე პირთა დამატება აღარ განხორციელდება, შესაბამისად, ამ უფლების დამატებით მოპოვება შეუძლებელია-ამის შესახებ, “აიპრესს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

“გაცნობებთ, რომ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვაზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან კომენდანტის საათში გადაადგილების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, აუცილებელია, ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული იყოს იმ ავტომანქანის სახელმწიფო ნომერიც, რომლითაც მედიის წარმომადგენლები გადაადგილდებიან. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა იმ პირებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ თბილისში და ცხოვრობენ სხვა ქალაქებში, მაგალითად მცხეთაში ან რუსთავში.

გაცნობებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ელექტრონულ ბაზაში ავტომანქანების და გადაადგილების უფლების მქონე პირთა დამატება აღარ განხორციელდება, შესაბამისად, ამ უფლების დამატებით მოპოვება შეუძლებელია.

მოგმართავთ თხოვნით, გადაადგილებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამსახურებრივი საშვები – ე.წ პრესბარათები.”-განუცხადეს “აიპრესს” მთავრობის ადმინისტრაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად