შავლეგო ტაბატაძე: საქმიანობას გავაგრძელებ თავდაცვის უწყებაში, სამხედრო თანამდებობაზე

ამის შესახებ, იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა და მეტად საპასუხისმგებლო. მცირე დროის მანძილზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევძელი საკუთარი წვლილი შემეტანა მხარის განვითარებაში.

2018 წელს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 157 625 222 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს კი გაცილებით მეტი 330 595 589 ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს იმერეთში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება. თითოეული პრიორიტეტი მოსახლეობასთან ერთად არის განსაზღვრული და მათი ჩართულობით გადაწყდა პირველ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს.

მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, სახელმწიფო უწყებებს, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს. განსაკუთრებული მადლობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს გვერდით დგომისთვის და საქმიანობისთვის. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო რეგიონის მოსახლეობის მიმართ, მე ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ეს უფრო მაძლიერებდა. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს მხარეს და მომავალ რწმუნებულს რეგიონის საკეთილდღეოდ. რაც შემეხება მე, ვრჩები გუნდის წევრად და საქმიანობას გავაგრძელებ თავდაცვის უწყებაში, სამხედრო თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისთვის და მეგობრობისთვის”, – წერს ტაბატაძე.

შეგახსენებთ, იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, თანამდებობა დატოვა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად