“შავკანიანი თუ ჩამოვა, დაუჩოქეთ”… “უკანალის თემა არ მაინტერესებს” – გუბაზ სანიკიძემ ჰომოფობიური და რასისტული განცხადებები გააკეთა

“ხალხი რისთვის გამოვიდა პარლამენტთან? გამოვიდნენ ჟურნალისტების ძალადობის წინააღმდეგ და გამოვიდნენ ეგენი [თბილისი პრაიდი] და თავისი დროშა გაშალეს. ორივე დაფინანსდება – ეგენიც დაფინანსდებიან გარედან და ბნელებიც დაფინანსდებიან გარედან. ეს ჩემი ქვეყანა არის ნანგრევებში” – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ კი მას უთხრა: “კარგი ჰომოფობი აღმოვაჩინე”, – რაზეც სანიკიძე პასუხობს:

“რაც გინდათ, ის მეძახეთ. დაიჟინეთ ეს ჰომოფობი. შავკანიანი თუ ჩამოვა თბილისში, დაუჩოქეთ იმას რა… ამერიკაში უჩოქებენ.

უმცირესობების უფლებების ვერასდროს ვერ იქნება დაცული, სანამ უმრავლესობის არ იქნება და ამ ქვეყანაში არავის უფლებები არ არის დაცული. ჩადგნენ რიგში რა ეგენი, ურიგოდ რომ უნდათ. კლავენ, მაგენის გარდა სხვებსაც კლავენ რა. არ მაინტერესებს ეს უკანალის თემა რა… არ არის ეს მთავარი თემა ამ ქვეყანაში. მეტი რა უნდათ, ხმა მივეცი მათი უფლებების დაცვას. არ ვარ ჰომოფობი, რაც გინდა ის დამიძახე”, – თქვა გუბაზ სანიკიძემ.

ინგა გრიგოლიამ კი დასკვნით სიტყვაში უთხრა, რომ ლევან ვასაძეს გადაასწრო ჰომოფობიური განცხადებებით და ეგონა, რომ ლევან ვასაძე ეჯდა ეთერში, რაზეც პასუხობს, რომ ვასაძესთან იდეური სხვაობა აქვს და ღამეები უთენებია მასთან კამათში.

P.S. “აიპრესი” ემიჯნება მასალაში გამოთქმულ ჰომოფობიურ და რასისტულ გამონათქვამებს. ვინაიდან გუბაზ სანიკიძე პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრია, საჭიროდ ვთვლით მისი გამონათქვამების გავრცელებას, რათა საზოგადოებამ სწორი შეფასება გააკეთოს მის გამონათქვამებთან დაკავშირებით.

კომენტარები
იტვირთება...