შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს

მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის  ინფორმაციით, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ – დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს.

“არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად