“შავი პარასკევი” – იტალიური გამოცემა სტატიის სათაურის გამო სკანდალში გაეხვა

იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport სტატიის სათაურის გამო სკანდალში გაეხვა. გამოცემა რასიზმში დაადანაშაულეს.

გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “შავი პარასკევი”, სადაც “რომას” და “ინტერის” დაპირისპირებაზე იყო საუბარი. გაზეთის პირველ გვერდზე კი ფერადკანიანი ფეხბურთელების რომელუ ლუკაკუს და სმოლინგის ფოტოები გამოაქვეყნეს.

ამის გამო იტალიური გამოცემა ფეხბურთის ქომაგებმა და ჟურნალისტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, მატეო ბონეტიმ კი აღშფოთება ვერ დამალა და Corriere dello Sport-ის სათაურსა და ფოტოსურათებს სამარცხვინო უწოდა.

თავად გამოცემაში კი ვკითხულობთ, რომ ორივე ეს ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი იყო და ამიტომ გამოაქვეყნეს მათი ფოტოები, რადგანაც ახლა ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გამოცემა ასევე წერს, რომ ორივე ეს ფეხბურთელი რასიზმს მტკიცედ ეწინააღმდეგებიან.

გამოცემა გააკრიტიკეს იმ ფეხბურთელებმა, რომელზეც გამოცემამ ფოკუსირება მოახდინა – ლუკაკუმ და სმოლინგმა. მათ გამოცემა მწვავედ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ იმის ნაცვლად, რომ რასიზმს ებრძოდნენ, პირიქით ამ გამოწვევას უფრო აღვივებენ. მათვე მადლობა გადაუხადეს იმ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს, რომლებმაც გაზეთის ზემოთ ნახსენები სტატია მწვავედ გააკრიტიკეს.

“ინტერის” და “რომას” მატჩი დღეს “სან სიროზე” გაიმართება. იტალიური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად