შავგულიძე: ცილისმწამებლურმა კამპანიამ არ იმუშავა, ივანიშვილმა მისცა სტარტი უღირს კამპანიას

“მემგონი, შავმა, ცილისმწამებლურმა კამპანიამ არ იმუშავა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და მან მისცა სტარტი ამ უღირს კამპანიას”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისას განაცხადა.

“მგონი, ეს შავი კამპანია, ცილისმწამებლური იმავდროულად, ამან არ იმუშავა. ეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ, მისცა სტარტი ამ უღირს კამპანიას და შემდეგ ამ კამპანიაში ჩაერთო ფრაქციის თავმჯდომარე და რაც ყველაზე მეტად აღსაშფოთებელია, ამ კამპანიაში ჩართეს უვადოდ გამწესებული მოსამართლე. ანუ ქართული ხელისუფლება არად დაგიდებს როგორ გამოჩნდება ჩვენი სახელმწიფო, რომ სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ დებატებში და პოლიტიკურ კამპანიებში დაუშვებელია, უბრალოდ, მას უნდა რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ყველაფრის ფასად, ნებისმიერ ფასად, თუნდაც სახელმწიფოს დისკრედიტაციის ფასად,“ – განაცხადა შავგულიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...