შავგულიძე: თუ ამომრჩეველი იაქტიურებს, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა

ბლოკ “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” თბილისის, მთაწმინდის რაიონის  პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველი, №10 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი. ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ 1 საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად. მაგრამ, ამომრჩეველი რომელიც აღარ ენდობა ივანიშვილის ხელისუფლებას და მიაჩნია რომ ის შესაცვლელია, ასეთია აქტიური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილია. ამიტომ, თუ აქტიური ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთ შემთხვევაში, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება, ხელისუფლების შეცვლა.

მე მჯერა, რომ ვერის, უშუალოდ მთაწმინდის, ვაკის და ოქროყანის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს.“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, დღეს  თბილისში №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად