შავგულიძე: პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას საპროტესტო აქციებითაც შევებრძოლებით

ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესუსრსის გამოყენებით ვიბრძოლებთ, რომ პრეზიდენტის პირიდაპირი წესით არჩევა არ გაუქმდეს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლისას ყველა ფორმა იქნება გამოყენებული. მათ შორის შესაძლოა საპროტესტო აქციების იყოს გამოყენებული.

„პრეზიდენტის არაპირირი წესით არჩევის წინააღმდეგ ბრძოლას ნამდვილად ვაპირებთ. საჭიროა პოლიტიკური სპექტრის ბრძოლა, თუნდაც იმ რესურსის გამოყენებით რაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ხელშია. მიმართვა საზოგადოებისადმი, აქტივობა, ასევე არასამთავრობო სექტორის და მთლიანად საზოგადოების გააქტიურებაა საჭირო. ჩემი აზრით, ყველა ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ ძალაუფლების სრულ კონტროლს.

პარლამენტში ყოფნისას მეტი რესუსრსია, თუნდაც საპარლამენტო ტრიბუნა და ა .შ. მაგრამ არსებული რესურსის გამოყენება უნდა მოხდეს. მათ შორის, რა თქმა უნდა საპროტესტო აქციების გზაც განიხილება. მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვერ განსაზღვრავ თუ რა უფრო ეფექტური იქნება ამ კონტექსტში. შესაძლოა ეს იყოს საპროტესტო აქციები, შესაძლოა იყოს მიმართვები ჩვენი საზოგადოებისადმი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციები არა თუ არ გამოირიცხება, არამედ ეს ძალიან აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ეს ყველაფერი იძლევა შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ ნახოს რა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესი. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ უნდა ვიფიქროთ იმაზე როგორი ქვეყანა გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო იდგეს მოქალაქეების უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ვიბრძოლებთ ამგვარი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე“, – განუცხადა შალვა შავგულიძემ „აიპრესს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად