შავგულიძე: “ოცნების” საქმით ვშორდებით ევროპულ სივრცეს და აბსოლუტურად ვემსგავსებით რუსულს

"ჩვენ ვშორდებით ევროპულ სივრცეს და აბსოლუტურად ვემსგავსებით რუსულ სივრცეს. ერთ მშვენიერი დღეს აღმოჩნდება, რომ ევროპამ კარიც რომ გაგვიღოს, უბრალოდ, მისი ორგანული წევრები ვეღარ გავხდებით, ვინაიდან ჩვენი ინსტიტუციური მოწყობა იქნება რუსულ ყაიდაზე მოწყობილი. მოსმენების კანონი ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია ამ ჯიუტი პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია ყველა ინსტიტუციის გაკონტროლებაზე",- ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, შალვა შავგულიძემ "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა. 

შავგულიძე მიიჩნევს, მმართველ პოლიტიკურ გუნდს სურს, ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია თავად გააკონტროლოს. 

"ქართული ოცნების" მთავარი დანაშაული არის ის, რომ არა თუ იმეორებს, არამედ გადააჭარბა და გაცილებით აჯობა "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლების უზურპაციაში. აბსოლუტურად აკონტროლებს პროკურატურას და მის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო ბრალდებას, სასამართლოს სრულად, საკონსტიტუციო სასამართლოს როგორი კანონი მიიღო? საფინანსო სექტორზე მიიღო ისეთი კანონი, რომ სრულად გააკონტროლოს. ვხედავთ, როგორი მასთტაბებით იბრძვის, რომ მედიაზე სრული კონტროლი განახორციელოს. ახლა ვხედავთ, ეკლესიაში შეჭრასაც როგორ ლამობს. ეს არ შეესაბამება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს შენების გზას. შესაბამისად, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. ამ კურსს დეკლარირებულად აცხადებს "ქართული ოცნება", მაგრამ საქმით, ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობით ჩვენ ვშორდებით ევროპულ სივრცეს და აბსოლუტურად ვემსგავსებით რუსულ სივრცეს. ერთ მშვენიერი დღეს აღმოჩნდება, რომ ევროპამ კარიც რომ გაგვიღოს, უბრალოდ, მისი ორგანული წევრები ვეღარ გავხდებით, ვინაიდან ჩვენი ინსტიტუციური მოწყობა იქნება რუსულ ყაიდაზე მოწყობილი. მოსმენების კანონი ერთ-ერთი შემადგენელი რგოლია ამ ჯიუტი პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია ყველა ინსტიტუციის გაკონტროლებაზე. 

ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დამყარება, როდესაც მოშლილია ინსტიტუციური მმართველობა სახელმწიფოში და ერთი პარტია აკონტროლებს ყველა ინსტიტუციის ფუნქციონირებას. თან ეს ხორციელდება ძალიან მანკიერი ფორმით, არაფორმალური მმართველობის სახით. ანუ, ერთ არაფორმალურ მმართველს, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, აკონტროლებს მმართველ პარტიას და მისი მეშვეობით ყველა ინსტიტუციას, ასეთი ძალაუფლების მქონე პერსონას არ აქვს არავითარი ფორმალური პასუხისმგებლობა. ძალაუფლება ისედაც რყვნის, კონცენტრირებული და აბსოლუტური ძალაუფლება კი აბსოლუტურად რყვნის",- აღნიშნა შავგულიძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...