შავგულიძე: მისალოცი არაფერია, დემოკრატიისათვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარდა არჩევნები

” ეს არ არის გამარჯვება”,- ასე შეაფასა შალვა შავგულიძემ მთწმინდაზე, შუალედური არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა.

„სამწუხაროდ ამჯერად, ჩვენ ვერ შევძელით როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი. რომ ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და აქტიურად შენი ამ პოზიციის დაფიქსირება.

დაბალი ამომრჩევლის აქტივობის ფონზე, ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები. მაგრამ, მისალოცი აქ არაფერია, ვინაიდან ისეთი მეთოდებით, დემოკრატიისათვის ისეთი მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა ეს არჩევნები და მიაღწია ამ შედეგს, რომ კიდევ ერთი პარლამენტის წევრი გაიყვანა ასეთი მეთოდებით, რომ ეს არ არის გამარჯვება,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტურის წინასწარ საბოლოო შედეგები ცნობილია. ცესკო-ს მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 61,83%, “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი 38,17% მოაგროვა. ცესკო-მ მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული 31-ე საარჩევნო უბნის შედეგები სრულად დაითვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...