შავგულიძე მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივაზე: ალბათ, ხუნდაძე თამაშის ხასიათზეა

ამის შესახებ, თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე, შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან, დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით გავრცელდა: “ხუნდაძე და მაჟორიტარი დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად

“ხუნდაძე, სამწუხაროდ, ეტყობა თამაშის ხასიათზეა და ასე იქცევა. ეს სერიოზულია? მთელი საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა ითხოვს პროპორციულ არჩევნებს და გვთავაზობს, რომ საერთოდ ნახევარი პროპორციულიც აღარ იყოს და მთლიანად მაჟორიტარული იყოს. არ ვიცი, შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ხუნდაძემ უფრო მეტი არასერიოზული რამ თქვას, მაგრამ ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს“ – აცხადებს შალვა შავგულიძე.

ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით განცხადებას ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად