შავგულიძე 38, 17% – კახიძე 61,83% – ცესკო-მ პარლამენტის შუალედური არჩევნები შეაჯამა 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცესკოში გამართულ სხდომაზე, შემაჯამებელ ოქმს ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შესაბამისად, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო 6 635 (38,17 %) ხმა, ხოლო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ – 10 749 (61,83%) ხმა.

№1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 43 909, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 18 121-მა ამომრჩეველმა.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...