შავ ზღვაში NATO-ს წვრთნები დაიწყო

შავ ზღვაში ნატოს წვრთნები დაიწყო და ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს რუმინეთის პორტ კონსტანცაში შედგა.

მანევრები ტარდება 27 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით. მათში 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და საფრანგეთიდან, 13 გემითა და 9 თვითმფრინავით.

”წვრთნები ნატოს მრავალეროვნული გაძლიერებული ერთობლივი სასწავლო პროგრამის ნაწილია”, – განაცხადა რუმინეთის საზღვაო შტაბმა. ”მიზანი არის ნატოს შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენება, რათა გაძლიერდეს ალიანსის სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა რეგიონალური უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე”.

სწავლების სცენარი მოიცავს წყალქვეშა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეპიზოდებს, რომლის დროსაც განხორციელდება ნატოს ჰიდროგრაფიული სადაზვერვო ოპერაციები, ზღვის ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა და განადგურება, თვითმფრინავების, მიწისზედა გემებისა და მტრის წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლის შერეული ეპიზოდები, ასევე დაზიანებული გემების გადაზიდვა, ზღვაში საწვავის შევსება და პირველადი სამედიცინო დახმარება. დაგეგმილია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მოქმედებების ეპიზოდი რუმინეთის სანაპიროზე ჰიდრავლიკური კონსტრუქციის აფეთქების ფონზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...