“შავ სიაში” საკუთარი თავის გადასამოწმებელი ვებგვერდი www.vali.ge ჩაირთო

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაანონსა, რომ 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმებას.

პრემიერის თქმით, ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“ „თი-ბი-სი ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები.

„ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარებს 24-საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ბაზზები ყოველდღიურად განახლდება.

„ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება.  15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება შავი სიიდან და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა 2018 წლის 19 ნოემბერს გააკეთა განცხდება, რომ საბანკო შავ სიაში მყოფ პირებს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ

ცნობისთვის, “შავ სიაში” საკუთარი თავი გადასამოწმებლად შეგიძლიათ შეხვიდეთ აქ vali.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად