შატილში სკოლა დაიწვა

ინფორმაცია „აიპრესს“ სოფლის რწმუნებულმა დაუდასტურა.

ამირან გოგოჭურის თქმით, ხის სკოლა, რომელშიც 7 მოსწავლე სწავლობდა, სრულად დაიწვა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის დროს სკოლაში პედაგოგები იმყოფებოდნენ, რომლებმაც გამოსვლა დროულად შეძლეს.
ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა სახელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად