შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სწავლას დროებით ამბულატორიის რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობენ

შატილში, რამდენიმე დღის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის 8 მოსწავლემ სწავლა ​​დროებით ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და მათი პედაგოგები საჭირო სასკოლო ინვენტარით უკვე უზრუნველყო. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად