შატილის დამწვარ სკოლას სასკოლო ინვენტარი გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სკოლას საჭირო რაოდენობის სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა.

დღეს სკოლაში სასკოლო მერხებისა და დაფების მიწოდებაც განხორციელდა. სააგენტოს პარტნიორ კომპანიებთან ერთად კი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კომპიუტერული ტექნიკის, მხატვრული ლიტერატურისა და ავეჯის მიწოდება.

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლოდ ახალი სკოლა აშენდება,
რასაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად