შათირიშვილი: კონგრესმენების მცირე ჯგუფის წერილებით ქართველი ლიბერალების აღფრთოვანება ღრმა პროვინციალიზმის მანიშნებელია

ქართველ ლიბერალებს უნდათ ვაშინგტონისგან ის, რაც მათ მამებს და პაპებს ჰქონდათ კრემლისგან -შიდა მხარდაჭერის არ არსებობის პირობებში გარე ჩარევით ხელისუფლებაში მოსვლა , – ამის შესახებ ზაზა შათირიშვილმა POSTV-ის თოქშოუში „აპოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ განაცხადა.

ფილოსოფოსის თქმით, სწორედ ეს ხალხი, რომელიც იჩემებს, რომ არის პროდასავლური, გამოირჩევა კოლონიური დამოკიდებულებით ამერიკისადმი.

რატომ ახარებთ ქართველი ლიბერალების მცირე ჯგუფს ამერიკელი კონგრესმენების წერილები და რატომ ჰგონიათ რომ ეს წერილები შეცვლის ხელისუფლებას – შათირიშვილი ამბობს, რომ ეს არის ქართველი ლიბერალებისთვის დამახასიათებელი კოლონიური სინდრომის გამოხატულება და ღრმა პროვინციალიზმის მანიშნებელი და სწორედ ამის გამო არ აკრიტიკებენ ისინი ამერიკის პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ეს ტაბუირებულია, თუმცა, ძალიან უნდათ და შიგნით, ერთმანეთში ამას ლაპარაკობენ და წერენ.

“კოლონიურ აზროვნებაში ვგულისხმობ იმას, რომ განსხვავებით დასავლური და ევროპული კულტურისაგან, რომელიც გულისხმობს პირად პასუხისმგებლობას, ისინი მოელიან, ამით ისინი ძალიან გვანან 20-იანი წლების ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც რუსეთიდან ელოდნენ დახმარებას. ის, რაც აშშ-ში ხდება, არის ამერიკელი ხალხის სუვერენიტეტის გამოხატულება. აქედან გამომდინარე, ქართველ ლიბერალს პირველი და მთავარი რაც არ ესმის, სუვერენიტეტის მცნება და დასავლურობის მნიშვნელობაა. თუ არ არის პირადი პასუხისმგებლობა და თუ შენ არ აკეთებ არჩევანს, შენ არ გარდაქმნი, გარედან მოხმობილი დახმარება საბჭოთა მენტალობის გაგრძლებაა, რასაც ისინი აკრიტიკებენ და თავს ესხმიან. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველი ლიბერალის ცნობიერებაში, მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობენ, კრემლი და თეთრი სახლი ერთია. ჰგონიათ, რომ ამას გადაგიწყვეტს ვაშინგტონი, ანუ, უნდათ ვაშინგტონისგან ის, რაც მათ მამებს და პაპებს ჰქონდათ კრემლისგან“ – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად