შათირიშვილი: ეკა ბესელიას თამაშებში არ ვმონაწილეობ! დავით მაღრაძე ჩემი მეგობარია! წერტილი!

ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა წევრმა ზაზა შათირიშვილმა “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა.

ზაზა შათირიშვილის თქმით ის არ იქნება “დაიცავი საქართველოს” ლიდერის დავით მაღრაძის ორგანიზებულ საგანგებო შეკრებაზე, ვიდაიდან იგი არ აპირებს დეპუტატ ეკა ბესელიას თამაშებში მონაწილეობას.

„მე ეკა ბესელიას თამაშებში არ ვმონაწილეობ! მე არ ვმონაწილეობ ეკა ბესელიას თამაშებში. სიგარა ნიშნავს ხანდახან სიგარას! დავით მაღრაძე ჩემი მეგობარია წერტილი. ეკა ბესელიას თამაშებში არ ვმონაწილეობ, წერტილი.

დავით მაღრაძე ჩემი მეგობარია ყოველივე მაგრამის გარეშე. შაბათს არ ვიქნები შეკრებაზე, რადგანაც არ ვმონაწილეობ ეკა ბესელიას თამაშებში. დრო არ მაქვს რომ განვმარტო რატომ ასოცირდება ერთმანეთთან ეკა ბესელია და დაიცავი საქართველო“,- განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

ცნობისთვის, პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ 13 აპრილს მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” საგანგებო შეკრება გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი თუ ვინ იქნებიან “დაიცავი საქართველოს” წევრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...