შარშან წაიქცა, წელს დაიწვა – დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე აღარ აქვს

დედოფლისწყარო ნაძვის ხის საახალწლო ისტორია ტრაგიკულად დასრულდა. ქალაქს მთავარი ნაძვის ხე აღარ აქვს, ის დაიწვა.

შარშან აღნიშნული ნაძვის დადგმის დროს გადავარდა და თავიდან მოუხდათ აწყობა. წელს კი საერთოდ განადგურდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

“შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, დაიწვა სამწუხაროდ ნაძვის ხე, რა გახდა მიზეზი ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს გამოძიება. ეს ნაძვის ხე 2012 წელს შეიძინა მუნიციპალიტეტმა და 8 წლის განმავლობაში ასრულებდა თავის “მოვალეობას” უპრობლემოდ.”- განუცხადა “აიპრესს” ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად