“შარლატანი ეკონომისტები” – თორნიკე რიჟვაძე ენმ-ს პასუხობს

„უკვე დიდი ხანია, დროს აღარ ვხარჯავ შარლატან ეკონომისტებზე ნაცმოძრაობიდან საპასუხოდ“-ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს, რომელზეც დეპუტატმა გია აბულაძემ განაცხადა, რომ აჭარაში ინვესტიციების მოცულობა, ბოლო ორი წლის განმავლობაში 30%-ით შემცირდა.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ენმ-სთვის პასუხის გასაცემად დროს არ დახარჯავს, მედიისთვის განმარტა, რომ მათ მიერ გახმოვანებულ ინფორმაციას, საქსტატის მონაცემებიც ამყარებს.

„იგივე საქასტატის მიხედვით, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოლიდურად. რაც შეეხება ახლა საინვესტიციო პორტფელს, პროექტების მიხედვით, ახალი საინვესტიციო პორტფელი აჭარაში შეადგენს 3 მილიარდ ლარს და განკარგულების ფარგლებში, განახლებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, მათ შორის 10 წლის განმავლობაში გაჩერებული კემპინსკის ბიზნესცენტრი“,-აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად