შარლ მიშელის, ოპოზიცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. რომელიც 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში დაიწყება.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ,  შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს ყველა მხარეს ვიწვევ, დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივაზე კი საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: მზად ვარ ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...