შარლ მიშელის დოკუმენტით, თუ “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება

შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, თუ ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება

2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების მიხედვით, თუ პარტია „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, , – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ წინადადებაში.

„მხარეები ითვალისწინებენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“.

მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში ზემოთ მოცემული შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“, – ნათქვამია  მეხუთე პუნქტში.

წყარო: მაუწყებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...