შარლ მიშელი: ვამაყობ, რომ სწორი მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი… არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ ამაყობს სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერი გადაწყდა.

“დღეს, ვამაყობ, რომ კარგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სწორი მიმართულებით. არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გადაწყდა. არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს რთული საკითხები. როცა დავუსვი მკაფიო კითხვა ყველა მონაწილეს, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, იმისთვის, რომ ერთად მოიძებნოს გამოსავალი, პასუხი იყო მკაფიოდ – კი. ეს იყო კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ განვაგრძობთ დადებითი ძალისხმევის მხარდაჭერას. შეხვედრის უპირველესი მიზანი ერთმანეთის მოსმენა იყო, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ შესაძლებელია მეტი ნდობის არსებობა მომდევნო დღეების განმავლობაში”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...