შარლ მიშელი: პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქარველოს 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში, იმისთვის რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე, რომ საქართველოს ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე”.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, – თქვა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ: შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა.

მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...