შარლ მიშელი: დღეს საღამოს ყველა მხარეს ვიწვევ, დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს საღამოს პოლიტიკურ მოთამაშეებს იწვევს შეხვედრაზე. მისი თქმით, პოლიტიკური დეესკალაციისა და დიალოგისთვის საჭიროა, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდნენ.

“პოლიტიკური კრიზისი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ მოიპოვა წლების განმავლობაში და ეს პოლარიზაცია თქვენი პრემიერობის პერიოდში, თქვენი კოლეგების და ოპოზიციის ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს და დასრულდეს პოლარიზაცია. მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები, რათა პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მე ყველას ვიწვევ დღეს საღამოს, რომ შეხვდეთ. დადგა ის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე.

მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და ამას დასჭირდება ყველა მხრივ ჩართულობა და კომპრომისებზე წასვლა. ეს არის ის გზა და ის დემოკრატიული ფორმატი, რომელიც მოგვიტანს კეთილდღეობას”, – განაცხადა შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...