შარლ მიშელი: ჩემი გზავნილია ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება

ბათუმში მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აპრილის შეთანხმების შესრულება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად, საუკეთესო გარანტიაა.

მიშელი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხი განიხილა.

„ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად არის საუკეთესო გარანტია საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად. დღეს მე ვარ საქართველოში, რათა დავესწრო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და შევხვდე ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვის ლიდერებს.

ასევე, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რათა განგვეხილა საქართველოში ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად არის საუკეთესო გარანტია საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

კომენტარები
იტვირთება...