შარლ მიშელი: ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში

ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.

 

„დღეს ასევე გვქონდა საშუალება, მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და შევხვედროდი ადგილობრივ თემს. მე ვხედავ, რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ევროკავშირი არის სრულად ერთგული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვიყენო შესაძლებლობა და მთელ გუნდს გადავუხადო მადლობა, ევროკავშირის მონიტორინგის გუნდს, ადგილზე ისინი არიან, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, ისინი არიან საერთაშორისო თანამეგობრობის ყური და პირი და მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი რეგიონში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის და სულისკვეთების ამსახველი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ იქონიოს მომავალშიც ევროკავშირის იმედი,“- განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...