A1 ბანერი

შარიქაძე: მაისურები გვეცვა იმის დასტურად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო!

“მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო”,-ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.

“ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულია. არამარტო მორაგბეებისთვის ზოგადად საქართველოსთვისაც. როგორც დავპირდით გულშემატკივარს ბოლომდე დავიოხარჯებოდით, ბოლომდე დავიხარჯეთ,ღვთის წყალობთ, ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა თამაში.

მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო. საქართველოს რუკა ეხატა და არაფერი სხვა! ჰიმნი იმიტომ იყო ემოციური, რომ ყველაზე ახლოს არის ჩვენს სულიერ მდგომარეობასთან. საქართველოსთვის ვითამაშეთ ეს თამაში და მოვიგეთ”,-განცხადა მერაბ შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რაგბი ევროპის (ერთა თასის) 11-გზის გამარჯვებულია (2001, 2007/08, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018, 2019). მეორე ადგილზეა რუმინეთის ნაკრები 5 ტიტულით (2000, 2002, 2005/06, 2010, 2017). ერთხელ ეს ტურნირი მოიგო პორტუგალიამ (2003/04).

ცნობისთვის,“ბორჯღალოსნები” რუსეთთან თამაშზე საქართველოს რუკიანი მაისურით გავიდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...