შარაშენიძე: მაგარი ის კი არ იქნება, აქ რუსმა ტურისტებმა რომ აღარ იარონ, მაგარი იქნება, რომ იარონ

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოში ფრენები აკრძალა. როგორც შარაშენიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მაგარი ის კი არ იქნება, საქართველოში რუსმა ტურისტებმა აღარ იარონ, არამედ რომ იარონ

“აქ რუსმა ტურისტებმა რომ აღარ იარონ. მაგარი იქნება პუტინის ბრძანების მიუხედავად მაინც რომ იარონ აქ. ეგ იქნება ჩვენი რბილი ძალის გამარჯვება. ყველა ტურისტი გვინდა, რაც მეტი უკეთესი, ოღონდ დროა მომსახურების დონემ ისე აიწიოს რომ დასავლეთიდან უფრო მეტი ჩამოდიოდეს”,-წერს თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში.

21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...