“რუსეთი ოკუპანტია”-შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან აქცია დასრულდა

შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია “შეცვალეს” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

აქციის მონაწილეები სოფელ ატოცში შესვლას და ბორდერიზაციის პროცესის გაპროტესტებას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. აღნიშნული ადგილზე ხმაურის მიზეზი არაერთხელ გამხდარა.

“მე, როგორც პოლიციის ოფიციერი, ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობ კანონით პოლიციის შესახებ. 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. რაც გულისხმობს, რომ მე თქვენ შემიძლია შეგიზღუდოთ დროებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე, თუ ეს თქვენთვის არის საფრთხის შემცველი ან გარშემომმყოფებისთვის.”,-განაცხადა სამართალდამცავმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად