შაქრიანი დიაბეტის პრევენციისა და მართვის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში დმანისის მერიაში შეხვედრა გაიმართა

„შაქრიანი დიაბეტის პრევენციისა და მართვის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან – გიორგი ტატუაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები.

,,ფაქტიურად პროექტმა მოიცვა დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და გამოვლინდა დიაბეტისა და პრედიაბეტის 1000-მდე შემთხვევა. პროექტი მთავრდება ივლისის ბოლოს და მუნიციპალიტეტის მერია მზადაა გაგრძელოს დიაბეტის პრევენციის პროექტი საკუთარი ჩართულობით“, – აღნშნა პროექტის კოორდინატორმა, მზია დევნოზაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი  მეგი ედიბერიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად