შაქარიშვილი: ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის

“ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის”,- ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ვატო შაქარიშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია არ შევიდოდი.

თანაც ჩვენ ვიცით , ბატონო ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური უკვე აუწიეს ერთხელ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიპით გაგრძელებული მოატყუა, პირდაპირი მნიშვნელობით. მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში,როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ “დაიცავი საქართველო” 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...