შაქარიშვილი: კობახიძემ ივანიშვილი მოატყუა და სალომე ზურაბიშვილის წაგებული არჩევნები აზეიმა

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

“ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები უკვე ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ციფრები და პროცენტები კობახიძის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და მე მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია არ შევიდოდი. თანაც ჩვენ ვიცით, ბატონო ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური უკვე აუწიეს ერთხელ. ამიტომ, ვურჩევდი უფრო სიღრმეები ნუ შევლენ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და პარტიის ლიდერშიპით გაგრძელებული მოატყუა, მეც იქ ვიყავი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში.

ინტელექტუალურ კრიზისში არიან იმ ოთახში, სადაც ეს მესიჯბოქსი იწერება, ლოგიკურად არ იხსნრბა… მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ხელისუფლებაში ვიყავი და წავედი ოპოზიციაში, ეს არის პოლიტიკური ინტერესი?-ცოტა ტვინი მიატანონ რასაც ლაპარაკობენ”- ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

ცნობისთვის,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ “დაიცავი საქართველო” 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...