შაქარიშვილი: აუცილებელია ქვეყანაში გაჩნდეს რეალური და ღირსეული არჩევანი საარჩევნო ბიულეტინებში

აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში გაჩნდეს რეალური და ღირსეული არჩევანი საარჩევნო ბიულეტინებში”,- ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა.

“ჩვენ როდესაც „დაიცავი საქართველოს“ ახალი სიცოცხლე შევძინეთ, ამა წლის აპრილში. მაშინ ძალიან სწორედ როგორც აღმოჩნდა და დადასტურდა, გასულ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქს ვგულისხმობ, სწორი სათქმელი მივიტანეთ საზოგადოებამდე.

აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში გაჩნდეს რეალური და ღირსეული არჩევანი საარჩევნო ბიულეტინებში. თქვენ ნახეთ უპრეცედენტოთ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მთაწმინდის ოლქში, თბილისის შუაგულში. სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა( პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი) და პარტიულმა ლიდერებმა, ირაკლი კობახიძესაც(პარლამენტის თავმჯდომარე ) ვუსმინეთ ეს რა არჩევნები იყოო, ეს პირდაპირ არის დემოკრატიული პროცესის შეურაცხმყოფაა და პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. რას ჰქვია უმნიშვნელო არჩევნები იყო მთაწმინდელების? თბილისელების 43 900 ადამიანი ირჩევს საკუთარ წარმომადგენელს, საპარლამენტო რესპუბლიკაში.

პოლიტიკური ანალიზი მაინც გააკეთონ მრგვალ მაგიდაზე და ის კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, რატომ ვერ გამოიყვანეს და გაუჩინეს მოტივაცია ადამიანებს, არჩევნებზე მოსვლისკენ ?!”,-აცხადებს შაქარიშვილი.

შეგახსენებთ, 2019 წლის 19 მაისის თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...