შაქარიშვილი: ამომრჩეველს “ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად არ ავურჩევივართ

"ბატონი გოკა ჩვენ გვესაუბრებოდა თავისი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამით. ჩვენ არ ავურჩევივართ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას იმისთვის, რომ რებრენდინგჩატარებული "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირებები შევასრულოთ",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

შაქარიშვილის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტის 60 მილიონით გაზრდა, ქალაქისთვის პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების საშუალებას იძლევა.

"ბატონი გოკა ჩვენ გვესაუბრებოდა თავისი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამით. ჩვენ არ ავურჩევივართ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას იმისთვის, რომ რებრენდინგჩატარებული "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირებები შევასრულოთ. ჩვენ აგვირჩია და მისცა იმ პროგრამას ხმა, რომლის შესრულებაც ჩვენ დავიწყეთ. როცა დედაქალაქის ბიუჯეტი 60 მილიონით გაიზარდა, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაფინანსოთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც საზოგადოებას ვესაუბრებოდით. ინფრასტრუქტურაში 320 მილიონი ლარი დაიხარჯება 2018 წელს",- განაცხადა შაქარიშვილი.

დედაქალაქის ბიუჯეტი ხვალ თბილისის საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილლონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად