შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე: მე შემომესმა სახლის ეზოდან ჩხუბის ხმა, არ გამიხედავს, არ ვიცი, კონკრეტულად ვინები ჩხუბობდნენ

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, სრულწლოვანი გოგონას ჩვენებას “კურიერი” ავრცელებს.

აღნიშნული მოწმე ადასტურებს, რომ აგარაკზე ნამდვილად მოხდა ჩხუბი, თუმცა ვის შორის მისთვის უცნობია.

“როდესაც მივედით დაბადების დღეზე მე და ჩემი მეგობარი, სახლში დაგვხვდა ანა და მისი სტუმრები, რომელთაგანაც ყველა იყო ჩემთვის უცნობი. ისინი იყვნენ ალკოჰოლური სასმლის თრობის ქვეშ.

მას შემდეგ რაც მე და ჩემი მეგობარი მივედით დაბადების დღეზე, იქ ეტაპობრივად მოდიოდნენ სტუმრები და ასევე, დაბადების დღის წვეულებაზე მოვიდნენ ჩემი მეგობრები, გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი. იქნებოდა დაახლოებით 23:05 საათი, როდესაც მე მოვრჩი ტელეფონში თამაშს და როდესაც მიმოვიხედე, სახლში არავინ იყო და ყველა გარეთ იყო გასული, რა დროსაც მე შემომესმა სახლის ეზოდან ჩხუბის ხმა და, ვინაიდან, მე მეშინია აღნიშნული სიტუაციების, გარეთ არ გამიხედავს და არ ვიცი, კონკრეტულად ვინები ჩხუბობდნენ.

მე მაშინვე დავურეკე მამაჩემს, რომელმაც მომაკითხა მალევე და წავედი სახლში. ჩემთვის უცნობია, თუ ვის შორის მოხდა ჩხუბი. გიორგი შაქარაშვილი ჩემთან კავშირზე არ გამოსულა მას შემდეგ, რაც იგი გაუჩინარდა,”- ნათქვამია ჩვენებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად